"მთავარის" ინფორმაციით, გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბაჩა შაიშმელაშვილი ლაგოდეხის საკრებულოში ოპერატორად მუშაობდა. მას ჯერ ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, დღეს კი გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, ირაკლი შაიშმელაშვილმა გდდ-ისა და ქვეყნის დატოვების შემდეგ, რეჟიმის მამხილებელი არაერთი განცხადება გააკეთა. მან საქართველო გასული წლის 26 დეკემბერს ოჯახთან ერთად დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.  

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი