ეკონომიკური კატასტროფა- "ქართული ოცნების" 8 წელი ციფრებში

გამოქვეყნდა:

ლარი 2012 წლის შემდეგ თითქმის 100%-ით გაუფასურდა. 8 წლის წინ 1 აშშ დოლარ 1ლარი 66 თეთრი ღირდა, დღეს კი- 3 ლარი და 18 თეთრი

შედარებისთვის, თუკი 2012 წელს პენსიის ოდენობა 140 ლარი იყო - ანუ დაახლოებით 65 დოლარი, ახლა პენსია 220 ლარია, დაახლოებით 69 დოლარი, თუმცა დღევანდელი დოლარის მსყიდველობითი უნარიანობა სრულიად შეცვლილია

თუკი 2012 წელს ეროვნული შიდა პროდუქტის ზრდა 6,4%-ს შეადგენდა, ეს ციფრი 2020 წელს 5,1%-მდე შემცირდა, 2020 წელს კი მხოლოდ კლება დაფიქსირდა- პროცესი პანდემიას დაემთხვა. 

2012 წელს უმუშევრობის დონე 17%-ზე ოდნავ მეტი იყო, ეს ციფრი 2019 წელს 11, 6 %-მდე შემცირდა, ხოლო 2020 წელს უმუშევართა რაოდენობა ისევ გაიზარდა.  

2012 წელს საქართველოში 1 მილიარდზე მეტი დოლარი შემოვიდა, 2019 წელს 1 მილიარდ 300 მილიონი, 2020 წლის მეორე კვარტალში ეს თანხა კატასტროფულად შემცირდა.

ფასების ზრდა- სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით 2012 წელს ფასები მცირდებოდა, ანუ ინფლაცია მინუს 1,4 იყო, მაშინ როდესაც 2020 წელს ინფლაციის მაჩვენებელი საგანგაშოა, ფასები  4,8%-ით იზრდება.   

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი