შტურმი პარლამენტზე - "გავრილოვის ღამის" ივანიშვილისეულ შეფასებას დამსწრეები ოვაციით შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 'ნაციონალურმა მოძრაობამ" 20 ივნისს ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გამოიყენა და პარლამენტზე შტურმი მიიტანა. ქართული ოცნების" დამფუძნებლის ამ განცხადებას დამსწრეები ოვაციით შეხვდნენ.

"პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა და ხელმოცარულებმა სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება. საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი. სახელმწიფომ გაუძლო ამ გამოწვევას და აღკვეთა ამბოხი, რასაც შედეგად ჩვენ, სამწუხაროთ, ათეულობით დემონსტრანტის და სამართალდამცავის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. იყო სამწუხარო გადაცდომები, ადგილი ჰქოდნა ძალის გადამეტებასაც. ”

ივანიშვილისვე თქმით, ნაციონალური მოძრაობა არ იმჩნევს პროგრესს, "რადგან ქვეყნის პროგრესი მათთვის უბედურებაა." 

ბიძინა ივანიშვილმა პროგრამის წასადგენად დაგეგმილ შეხვედრაზე 10 წუთზე მეტი წინა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო, რომელსაც ომის დაწყება, სოფლის მეურნეობის გნადგურება და ვაზის აჩეხვაც კი დააბრალა.

დღესვე ცნობილი გახდა "ოცნების" საარჩევნო სიის სრული შემდაგენლობაც

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი