საუკეთესო საარჩევნო სია - მიხეილ სააკაშვილი ენმ- ძალა ერთობაშიას სიაზე

გამოქვეყნდა:

საუკეთესო საარჩევნო სია - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო პროპორციულ სიას, რომლის შემადგელობაც დღეს გაირკვა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრობის კანდიდატმა სიის წევრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის კოალიციური სია, მრავალფეროვანი შემადგენლობით

ეს არის ჩემს მახსოვრობაში საუკეთესო საარჩევნო სია რომელიც როდესმე საქართველოში ვინმეს წარუდგენია. ეს არის  შეჯამება სხვადასხვა ეპოქების, სხვადასხვა გამოცდილებების, წარამტებული გამოცდილებები,  პროფესიონალების, ახალგაზრდების, ენერგიის პატრიოტიზმის და ყველაფერი იმისა, რაც ახლა საჭიროა საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად.

სიის სათავეში არის ბუბა კიკაბიძე, ადამიანი, რომელიც არასოდეს არ მიეყიდა არც ოლიგარქს და არც ოლიგარქის პატრონს. მას სთავაზობდნენ მრავალ მილიონ დოლარს იმისათვის რომ ერთხელ მაინც ჩასულიყო და ემღერა რუსეთში, რუსეთის მთავრობისთვის მაგრამ მან ყოველთვის უარი თქვა ამ ცდუნებაზე  და ძალიან მაღლა დაიჭრა ღირსება. მისი უამრავი ინტერვიუ არის ის რაზეც ძალიან ხშირად აპელირებენ ევრაზიის უზარმაზარ სივრცეში, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ქართველი მთელ მსოფლიოში - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ოპოზიციის სიაში მე-10 ნომერია "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნძე. სამნიძე ამბობს, რომ გამოქვეყნებული სია ადასტურებს, ენმ-ს მზაობას - სხვას გაუნაწილოს ძალაუფლება:

ეს სია კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ პარტია მზად არის მრავალპარტიულობისთვის, მზად არის რომ საკუთარ ბლოკში ჰყავდეს სხვადასხვა შეხედულებების, როგორც პოლიტიკური პარტიები ისე სხვადასხვა ადამიანები და მზად არის იმისთვის, რომ გამარჯვების შემდეგ შექმნას ძლიერი კოალიციური მთავრობა. თითოეული ადამიანი მათ შორის პირველი ნომერი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ენმ მზად არის საკუთარი სიით აჩვენოს მთელ საზოგადოებას რომ ის მზად არის მაქსიმალურად სხვადასხვა აზრის გამოცდილების და შეხედულებების ადამიანები ჰყავდეს სიაში და მზად არის მომავალშიც ასეთი ფართო შემადგენლობით შექმნას კოალიციური მთავრობა - ამბობს ხათუნა სამნიძე.

ენმ- ძალა ერთობაშიას საარჩევნო პროპორციული სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი