დაკავებული აქტივისტი, მირიან ბერულავა დარბაზიდან გაათავისუფლეს | შემდეგი პროცესი 2 კვირაში ჩატარდება

გამოქვეყნდა:

რეჟიმის პოლიციელების შეურაცხყოფის საქმეზე დაკავებული აქტივისტი, მირიან ბერულავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დაცვის მხარემ ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვა, რაზეც ბრალდების მხარემ ორკვირიანი პერიოდი ითხოვა, რის გამოც მოსამართლემ პროცესი სწორედ ამ დრომდე გადადო.

ბერულავამ პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ შსს-ს ის ვერსია, რომ მან თითქოს პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, სიმართლეს არ შეესაბამება, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სისტემას არ ენდობა, რაც ოლიგარქის პოლიციამ შეურაცხყოფად ჩათვალა.

მირიან ბერულავა ორი დღის წინ დააკავეს და სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი