"მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთიშვლილი წერს, რომ პირი, ვინც მანქანა დაუზიანა, სახლში მიადგა და კარზე უბრახუნებს.
"დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, ახლა სახლში მომადგა და კარზე აბრახუნებს. არ ვუპასუხე. ისევ პარკინგზე ჩავიდა და ჩამოვვარდი შტატივით, რომ მანქანის დამტვრევა თუ სცადა, მოვიგერიო და თავიც დავიცვა. მთელი დღე ველოდი კრიმინალურ პოლიციას, რომელსაც პატრულმა ფაქტის დაფიქსირების შემდეგ საქმე გადასცა და არ მოვიდა არავინ. ახლა დამემუქრა კიდეც, ვითომ დანაშაულს ვაბრალებ. არადა, სახით მყავს იდენტიფიცირებული. ახლაც მოვიდა პატრული, იძახებს კრიმინალურ პოლიციას და არავინ მოდის. 39 სიცხით დამაწრიალებენ ასე", - წერს მთივლიშვილი.
დღეს, 4 თებერვალს მთივლიშვილმა დაწერა, რომ სამსახურის კუთვნილი მანქანა დაუზიანეს.