"უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება FARA-ს კანონის შერბილებას, აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი" | კობახიძე ტრამპის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

"ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა განცხადებები FARA-ს შერბილების თაობაზე. აქ მეორე, რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში FARA-ს კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს."

- ამბობს საქართველოს არალეგიტიმური პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, FARA-ს აღრულება იზღუდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი