ოლიგარქის საგარეო მინისტრი სირიის ახალ ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე არ მიმართავს

გამოქვეყნდა:

2024 წლის 8 დეკემბერს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ოფიციალური დამასკოს პოზიციაა, რომ მათი საგარეო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება. შექმნილი ვითარების ფონზე, საქართველოსთვის გაჩნდა შანსი, რომ რუსეთის დაკვეთით შესრულებული აღიარება სირიამ უკან წაიღოს. თუმცა, ოლიგარქიულ რეჟიმს ამ საკითხზე 1 განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

სირიის ახალ ხელისუფლებას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით ოთხმა პროდასავლურმა კოალიციამ მიმართა.

"დაზუსტებით ვიცი, რომ პირადად მაკა ბოჭორიშვილმა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჩერა პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ არ მიმართოს სირიის ხელისუფლებას. ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და მივმართეთ შესაბამის ი ოფიციალური კორესპონდენციით სირიის ელჩს გაეროში, რომელიც არის ოფიციალური დიპლომატიური ხაზი ამგვარ საკითხებთან დაკავშირებულ კომუნიკაციებში. ამ წერილს ხელს აწერს ოთხი ძირითადი პროდასავლური კოალიციის წარმომადგენელი და ეს არის საერთო ოპოზიციური საქმე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებასთან დაკავშირებით. ვგეგმავთ ვიზიტის ორგანიზებასაც, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სირიის ახალმა ლიდერებმა , გარდამავალმა ხელისუფლებამ ასადის, რუსეთის მიერ დავალებული გადაწყვეტილება"  ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიგა ლემონჯავა. 

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი 2018 წელს აღიარა. 2 წლის შემდეგ, 2020 წელს დამასკოში ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საელჩოებიც გაიხსნა.  

 

 

მთავარი შაბათს | 08.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი