ხვალ თსუ-სთან ფსიქოლოგების, მაია ცირამუასა და ქეთი ფილაურის მხარდამჭერი აქცია გაიმართება | შსს-მ მათ აქციის გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

გამოქვეყნდა:

ხვალ, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისში, თსუ-ს პირველ კორპუსთან ფსიქოლოგების, მაია ცირამუასა და ქეთი ფილაურის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მათ, 7 ადამიანთან ერთად, შსს-მ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

ხვალინდელი აქციის ორგანიზატორია "ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)".

"მაია ცირამუა და ქეთი ფილაური თანამედროვე ქართული ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ორი გამორჩეული ფიგურაა. 

მაია GCRT-ს თანამშრომელია 2005 წლიდან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა არასწრულწლოვან მსჯავრდებულებთან, დღემდე მუშაობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშებთან და ქალებთან, ომით დაზარალებულ ადამიანებთან, წამების მსხვერპლებთან. 

ქეთი ფილაური არის საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს EMDR საზოგაადოების პრეზიდენტი, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული საზოგადოების გამგეობის წევრი. ილიას უნივერსტიტეტის ფსიქიკური ჯამრთელობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი
მაიას და ქეთის დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროების განვითარებაში. 

ისინი ძალიან ბევრი ადამიანის პროფესიული საყრდენი და იმედია. ბევრი ახალგაზრდა ადამიანის როლური მოდელი", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 8 თებერვალს გავრცელა ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, აქციის 9 მონაწილეს ოლიგარქის შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა:

  1. გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
  2. ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
  3. ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
  4. ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;
  5. ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
  6. მაია ცირამუა - ფსიქოლოგი;
  7. ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი;
  8. გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
  9. ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი