დიდი ქორწილი პატარძლის გარეშე - ოპოზიციის "ქართული ოცნების" პროგრამის პრეზენტაციას აფასებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია მმართველი გუნდის წინასარჩევნო პროგრამას აფასებს - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მათთვის მთავარი ბევრი ფულის კეთებაა და უფასო ფულისა და სამუშაო ადგილების პირობით მოსული გუნდი ხალხს ახალს ვერაფერს სთავაზობს.

ერთი შალახო აკლდა და შემდეგ განცხადება "შენ დაუკა უპატრაძლო ქორწილიაო" - სად არის პროგრამა? გუშინ, დიდი ქორწილი გამართეს და პატარძალი არ იყო. ისაუბრეს არა 8 წლიან წარსულზე, რომელმაც უბედურება მოუტანა ქვეყანას, არამედ მთელი დრო დაეთმო 8 წლის წინამორბედი ხლისუფლების 9 წლიან მმართველობას. ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი დღე იყო სასოწარკვეთილი ადამიანის მიმართვა, ეს იყო ისტორიის სანაგვეზე მიმავალი პარტიის რეკვიემი, - ამბობს ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ოთარ კახიძის შეფასებით, მმართველი გუნდი სულ სხვა საქართველოში ცხოვრობს.

მათ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქვეყანაში, როგორია უმუშევრობის და სიღარიბის დონე, რას ნიშნავს ეკონომიკური ვარდნა და ეს ხდება მილიარდერის ბატონობის პერიოდში, -  ამბობს ოთარ კახიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პორგრამის წარდგენა პირდაპირი დაცინვა იყო.

მილიონრების გუნდმა გვითხრა,  რომ კარგად ვცხოვრობთ, კრიმინალი არ არსებობს და თუ სადმე სიღარიბეა, ის ჩვენი ბრალი არ არის. ეს არის კატასტროფული უპასუხისმგებლობა. ეს ხალხი არის მატყუარა და მათ აქვთ ერთი მიზანი   -აკეთონ ბევრი ფული, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პროგრამა პირველ ოქტომბერს წარადგინა. ამ დღეს ცნობილი გახდა საარჩევნოდ პარტიის სრული სიაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი