ჩხოროწყუს რაინული საავადმყოფო დაიხურა - კლინიკის მთავარ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუს რაიონული საავადმყოფო დაიხურა, ამის მიზეზი კორონავირუსი გახდა, რომელიც საავადმყოფოს მთავარ ექიმს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული კაცი მთელი კვირის განმავლობაში ჩვეულებრივად მუშაობდა და მას შეხება სააავადმყოფოს ყველა თანამშრომელთან ჰქონდა.

მედიკოსის ცოლი სკოლის მასწავლებელია, შვილი კი ბანკში, უსაფრთხოების სამსახურში მუშაობას. მათი ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

საავადმყოფოს დახურვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს გნაკარგულებით მოხდა. ექიმი ადასტურებს, რომ ისინი პაციენტებს აღარ იღებენ. ამ დროისთვის იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ეს ჩხუროწყუში კორონავირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა. 

მედიკოსის გარდა ვირუსი 5 პირს დაუდასტურდა.

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 295 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

დღესვე ქვეყანაში ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა.  მათგან 2 ბათუმიდანაა ხოლო 3 ქუთაისიდან.

ბოლო მონაცემებით:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 7 093;
  • გამოჯანმრთელებულია - 3 714;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 46;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი