"დგას საშიშროება, რომ რეალურად რუსეთმა აქ მოიგოს... მნიშვნელოვანია, მიუნხენში მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"...[შეხვედრაზე] ძალიან საინტერესო საკითხები წამოიჭრა, შეიძლება ითქვას უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიტანო იქ, მითუმეტეს რომ ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოების მაღალი დონის ხელმძღვანელები იქნებიან, მათთან მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, რომელიც არის არამხოლოდ დიქტატურა, ეს რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რეალურად რუსეთმა აქ მოიგოს ის, რაც ვერასდროს ვერ მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ახალი ამერიკული ადმინისტრაციისთვის."

- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში გამგზავრებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი