ომარ ოკრიბელაშვილის მამა 3 500 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

სასამართლომ ომარ ოკრიბელაშვილის მამა გიორგი ოკრიბელაშვილი 3 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ოკრიბელაშვილი 11 თებერვლის ღამეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს.  ადვოკატ დავით გამყრელიძის თქმით, ის რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების თავშეყრის ადგილას მივიდა, რომლებმაც პირველ გიმნაზიასთან განცხადება გააკეთეს. ამ განცხადების შინაარსი კი ოკრიბელაშვილისთვის მიუღებელი იყო, რადგან მისი შვილის ადვოკატის კეთილსინდისიერებას ეხებოდა.

შეგახსენებთ, ომარ ოკრიბელაშვილი  მარტის აქციების დროს დააკავეს. მას და საბა მეფარიშვილს პარლამენტის  400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდნენ. ორივე მათგანს 20 იანვარს მოსამართლე ნინო გუდაძემ დამნაშავეებად ცნო და საპროცესო შეთანხმებით, 3-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

ომარ ოკრიბელაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა ივანიშვილის "პრეზიდენტ" ყაველაშვილს ომარ ოკრიბელაშვილის შეწყალების თხოვნითაც მიმართეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი