ძალადობა არცერთი არჩევნებისას არაა მისაღები, ეს საქართველოს რეპუტაციას აზიანებს - დეგნანი

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივ ფაქტებს ეხმაურება და შეშფოთებას გამოხატავს. მისი თქმით, მსგავსი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას აზიანებს.

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ასეთი ინციდენტების გამო, რომელიც მთელ საქართველოში ხდება. მადლობელი ვარ სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც აკონტროლებს იმას, რომ სგავსი ფაქტები ყურადღების გარეშე არ დარჩეს. მინდა მოვუწოდო პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებეს, რომ ძალადობა არცერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები. ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა, - თქვა კელი დეგნანმა.

ოპოზიციაში ამბობე, რომ ასეთი გზავნილები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ არჩევნების გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ოპოზიცა ამბობს, რომ მმართველი გუნდი მსგავსი მწვავე განცხადებების შინაარსს ვერ იზარებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი