ტრამპი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს საუდის არაბეთში შეხვდება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საუდის არაბეთში შეხვდება. შეხვედრა იქნება იმ მოლაპარაკებების ნაწილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეწყვეტას ემსახურება.

"ჩვენ შევხვდებით საუდის არაბეთში", - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის ლიდერმა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრის თაღიღი ამ დროისთვის უცნობია. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი