"ჩვენი აზრით, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია... ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს "დიფ სთეითის" მავნე ზეგავლენას" - ასე ეხმიანება "ქართული ოცნება" ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ ქართველი ხალხის მხარდამჭერ რეზოლუციას.
შეგახსენებთ, რომ რეზოლუციას, დღეს, 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები საქართველოში ახალ არჩევნებს, ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების დასანქცირებას და "ქართული ოცნების" არაღიარებას ითხოვენ.
რეზოლუციის ტექსტი იხილეთ აქ.