ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე, ცოტნე ქართველიშვილი - ესენი არიან ის პოლიციელები, რომელთა ჩვენებებიც მზია ამაღლობელის საქმეში დევს. ჩვენებები კი თითქმის იდენტურია. ოთხივე პოლიციელი იმეორებს სიტყვას - "ტანთცმული":
ცოტნე ქართველიშვილი: "მარცხენა ხელით მოქაჩა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე";
დავით ანთაძე: "ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ";
ვახტანგ ბოლქვაძე: "ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ";
არჩილ ანთაძე: "მარცხენა ხელით სწვდა ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა თავისკენ";
ამავე პოლიციელებმა დაინახეს, როგორ "განიცადა" დგებუაძემ "ძლიერი ტკივილი" სილის გაწვნისა და "გაუწითლდა ყრი და ლოყა".
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართეს.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე