ევროპა უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკების სრულფასოვანი მონაწილე; არ ენდოთ პუტინის სიტყვებს ომის დასრულებისთვის მზადყოფნაზე | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ევროპა იყოს სრულფასოვანი მონაწილე ნებისმიერი მოლაპარაკების ომის დასრულების მიზნით - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, სატელეფონო საუბარში განაცხადა.ნ ზელენსკის ინფორმაციით, ლიეტუველ კოლეგასთან განიხილა პრეზიდენტ ტრამპთან და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დეტალები: 

"ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მთავარ მოკავშირეებს შორის კოორდინაციის მცდელობები. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ევროპა იყოს სრულფასოვანი მონაწილე ნებისმიერი მოლაპარაკების ომის დასრულების მიზნით.

მე ასევე გავუზიარე პრეზიდენტ ტრამპთან და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ჩემი ბოლო კონტაქტების დეტალები, ასევე მომავალი დაგეგმილი ჩართულობები.

უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინას არ მოუტანს ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მთავარი მონაწილე უნდა იყოს." წერს ზელენსკი. 

ნაუსედას გარდა, უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკსაც - "შევთანხმდით, რომ პუტინთან მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთიანი პოზიციის გარეშე" - წერს ზელენსკი.

ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალები ზელენსკიმ ტუსკთანაც განიხილა:

"მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან, ძლიერი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით და რომ ნატოში გაწევრიანება ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი იქნება პარტნიორებისთვის. კიდევ ერთი მთავარი გარანტია არის სერიოზული ინვესტიცია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში.

მე ასევე გავაფრთხილე მსოფლიო ლიდერები, არ ენდონ პუტინის სიტყვებს ომის დასრულებისთვის მზადყოფნის შესახებ." წერს ზელენსკი. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი