სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ხვდება. ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ის საქართელოს ერთადერთი წარმომადგენელია ამ კონფერენციაზე. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი შევხდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ესაუბრა. ასევე, პრეზიდენტი ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს შეხვდა. შეხვედრა შედგა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთანაც.

დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია დაიწყო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი ესწრევა. კონფერენცია გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი