ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია - ამტკიცებს აჭარის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი "ოცნების ქალაქში" დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. უბედური შემთხვევის ადგილას ცოტა ხნის წინ, აჭარის არალეგიტიმური ფინანსთა მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე მივიდა. ფუტკარაძე ვერ პასუხობს მედიისა და ადგილობრივების შეკითხვას, რატომ არ იყო ადგილზე უსაფრთხოების ზომები მიღებული. მისი მტკიცებით, ადგილზე ჯერ მშენებლობა არაა დაწყებული და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ფუტკარაძე მედიას სპეკულაციებში ადანაშაულებს - "მედია სპეკულირებთ" ამბობს ის.
ტრაგედია ე.წ. ოცნების ქალაქში ცოტა ხნის წინ დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, არალეგიტიმურმა პრემიერმა მშენებლობა დააანონსა და იქ ახლა ტრაქტორები და სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
იხილეთ: