დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტურში მონაწილეობას აფხაზი პოლიტიკოსი, ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი  ადგურ არძინბა მიიღებენ.

"ყოველ შემთხვევაში, იქნება მეორე ტური, რომელშიც გუნბა ბადრა ზურაბოვიჩი და არძინბა ადგურ  ამირანოვიჩი მიიღებენ მონაწილეობას," - განაცხადა დიმიტრი მარშანმა.

პირველ ტურში ე.წ პრეზიდენტის პოსტზე ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ადგურ არძინბა, რობერტ არშბა, ოლეგ ბარციცი, ბადრა გუნბა და ადგურ ხურხუმალი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი