დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას | საელჩო

გამოქვეყნდა:

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.

"დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდა. "შედეგების" მიხედვით, მეორე ტური დაინიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი