"ოცნების" ჩამონათვალში წინა რიგებში არიან მაჟორიტარების ყალბი ამბოხების ორგანიზატორები, რომლებმაც ჩაშალეს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
არიან ბიზნესმენები, რომლებიც უხვად ასაჩუქრებენ პარტიულ ლიდერებს და აფინანსებენ მათ ვოიაჟებს და ეს ძირითადად ის ადამიანები არია, ვინც უკვე იყო პარლამენტის წევრი, მაგრამ მათი არსებობა და პოლიტიკური აქტიურობა არავის ახსოვს.
სავალან მირზოევი "ოცნების" საპარლამენტო სიის 35 ნომერია. მეცხრე მოწვევის დეპუტატი 2016 წელს პარლამენტში "ოცნების" კვოტით მოხვდა, თუმცა მას შემდეგ 4 წლის განმავლობაში მიკროფონიც საერთოდ არ ჩაურთავს. თუმცა ამას ივანიშვილისთვის ხელი არ შეუშლია, გარდაბნის მოქმედი მაჟორიტარი სიის ერთერთ მოწინავე რიგებში კვლავაც ჩაეწერა.
"ოცნების" სიის მოწინავე პოზოციებს იკავებს სუმბატ კიურეღიანი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ივანიშვილის გუნდთან ერთად პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებს. კიურეღიანი ის პირია, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკრებულოში სხდომებს სომხურ ენაზე ატარებდა. სუმბატ კიურეღიანის და მისი ოჯახის საკუთრება ჯუჯა სახელმწიფო მონაკოს ტერიტორიაზე ორჯერ დიდია.
გიორგი ბარვენაშვილი, სწორედ, ის ბიზნესმენია, რომელიც "ოცნებას" ფულს გულუხვად სწირავს. "ოცნების" ლიდერთან ერთად იმყოფებოდა ამერიკაში 22 ნოემბერს კომოს ტბაზე არჩილ თალაკვაძეს მის კოლეგებსა და მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გართობისა და სახალხო სკანდალის ორი დღე აჩუქა, სწორედ, მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო და ხელისუფლებას ხალხისგან სპეცრაზმი იცავდა.
ივანიშილის გუნდის კვოტით მეათე მოწვევის პარლამენტში მორაგბე დავით კაჭარავა და კალათბუთელი ვიქტორ სანიკიძეც მოხვდებიან. ბერა ივანიშვილის "ტიკტოკის" მეგობარი "ტიკტოკიდან" ახლა საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებს.
წარსულში ზვიად ძიძიგურის და შემდგომ ზვიად კვაჭანტირაძის თანაშემწე გრეტა წიწავა მეათე მოწვევის პარლამენტში პარტიის პიარ სამსახურიდან უკვე პარტიის რიგებში გადანაცვლებისა და დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს.
დევი ჭანკოტაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია ერთმანეთს პოლიტიკურ ველზე შეერკინებიან და მათ ძალებს ამჯერად პოლიტიკურ პოლიგონზე მოსინჯავენ.
არიან ისეთებიც, ვინც წლების განმავლობაში ივანიშვილისადმი უპირობო პოლიტიკური ერთგულების მიუხედავად, სიაში ვერ მოხვდნენ. ასეთია მაგალითად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.
150 კაციან საპარლამენტო სიაში ბიძინა ივანიშვილმა უცხოეთში განათლებამიღებულებსა და ინგლისურის მცოდნეებს მორჩილი უმრავლეობა არჩია.ივანიშვილის ფავორიტი 150-ეული მეორე ვადის ამოწურვის ბოლოს პარტიის პრეზენაციაზე ერთად შეიკრიბა. უსმინეს პარტიის თავმჯდომარის 37 წუთიან სიტყვას, სიტყვით გამოსვლა მქუხარე ტაშით 20 ჯერ შეაწყვეტინეს. ბოლოს კი პარტიის საიმიჯო მუსიკალური კლიპს ფეხზე წამოუდგნენ და შეხვედრა კვლავ მქუხარე ტაშით დაასრულეს.