"ოცნების" პარტიული ღონისძიება - ოლიგარქმა პასუხისმგებლობა ტრადიციულად არაფერზე აიღო

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულ ოლიგარქს მოქალაქეები ქუჩიდან პასუხობენ. შეუსრულებელი დაპირებები, განადგურებული ლარი, უმუშევრობა და სრული უიმედობა - ეს არის პრობლემები, რომლებზეც ადამიანები ლაპარაკობენ და რაზეც ვერაფერი მოისმინეს ივანიშვილისგან.

ოლიგარქმა თავის სიტყვაში პრაქტიკულად არცერთი დაპირება არ გასცა და ყველა პრობლემის სათავედ ისევ წინა ხელისუფლების მმართველობა დაასახელა.

"ოცნების" ლიდერმა, გადამწყვეტი არჩევნების მთავარი გამოსვლის დროს, როდესაც 2020 წლის საარჩევნო პროგრამას წარადგენდა, პასუხისმგებლობა ტრადიციულად არაფერზე აიღო. მხოლოდ ის აღიარა, რომ ქვეყანაში სიღარიბეა. თუმცა 40 წუთიან მიმართვაში ამტკიცებდა, რომ ეს "ოცნების" 8 წლიანი მმართველობის შედეგი არ არის და სიღარიბე მემკვიდრეობით მიღებული პრობლემაა. 

გამოსვლიდან 30 წუთიდან ამბობს - სიღარიბე ობიექტური რეალობაა და მის არსებობას ვაღიარებთ, მაგრამ ვერ მივიღებთ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.

მთავარი წინასაარჩევნო გამოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, როგორ აპირებს ჩამონგრეული ეკონომიკის, თითქმის 100%-ით გაუფასურებული ლარის ან უკიდურესი სიღარიბის დაძლევას. საგანგებოდ ჰქონდა მომზადებული ციფრები და სტატისტიკა. თქვა, რომ 8 წლიანი მმართველობის დროს წინა ხელისუფლებასთან შედარებით ავტობანზე 2 კილომეტრით მეტი გზა დააგეს, ხალხი სოფელს დაუბრუნდა, ვენახების ფართობი კი 20 ჰექტრით გაიზარდა . 

ვენახების ფართობის ზრდას მოქალაქეები კახეთში ადასტურებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ვაზი მათ კი არა "ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა გააშენეს. თვითონ უფულობის გამო იმ მიწებსაც ვერ ამუშავებენ რომელიც აქვთ. 

ბიძინა ივანიშვილი გამოსვლაში ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ოკუპაციას შეეხო, მაგრამ ისევ ჩვეული სტილით. აქაც წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. არაფერი თქვა, რას უპირისპირებს მმართველი პარტია მცოცავ ოკუპაციას, რომელიც ოკუპანტმა სწორედ, "ოცნების" 8 წლიანი მმართველობის დროს დაიწყო და დღემდე ათასობით ჰექტარი მიწა მავთულხლართებით შემოსაზღვრა და მიისაკუთრა. ბიძინა ივანიშვილს გორებმა უპასუხეს. 

მთავარი ოპოზიციური პარტია ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას კრიტიკის მთავარი ობიექტი იყო. კითხვაზე 8 წლიანი მმართველობის შეფასებისას, რატომ ლაპარობდა მილიარდერი ივანიშვილი მხოლოდ წინა ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე, ამაზე "ოცნების" ლიდერებს წინასწარ მომზადებული პასუხი ჰქონდათ. 

მთავარი ოპოზიციურ პარტიაში კი ამბობენ, რომ ივანიშვილის გზავნილები ბევრ რამეზე მეტყველებდა. მათი თქმით, მილიარდერს გადამწყვეტ არჩევნებზე ყველაზე მეტად სწორედ, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას "  საარჩევნო ბლოკის ეშინია. 

ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე არცერთი წინასაარჩევნო დაპირება არ გაუცია. 40 წუთიანი გამოსვლა ორად გაყო - წინა ხელისუფლების კრიტიკა და მისივე თვალით დანახული "ოცნების" მმართველობა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი