აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ლიზა მურკოვსკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა და ამბობს, რომ ნათელია ვინ დაიწყო ომი.
"მე, რა თქმა უნდა, არასდროს მოვიხსენიებდი პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც დიქტატორს. სრულიად ნათელია, ვინ დაიწყო ომი. ეს იყო აბსოლუტურად რუსეთი, პუტინის დირექტივით", - განაცხადა მურკოვსკიმ.