"უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან. ეს არის რეალობა," - ასე ეხმიანება აშშ-ის სენატორი ჯონ კურტისი ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.
"პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი გმირულად ეწინააღმდეგება არაპროვოცირებულ თავდასხმას. მე მინდა რომ ეს ომი დასრულდეს ისევე, როგორც ეს უნდა პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ის უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან და სტაბილურ მშვიდობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს არ დარჩეს გამარჯვება.
უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან. ეს არის რეალობა. ამერიკის შეერთებული შტატები სულ უნდა ახორციელებდეს ისეთ სტრატეგიებს, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, და დიდი სურვილი მაქვს ვნახო, სად მიგვიყვანს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა. მე ვიცი, რომ არ უნდა ვისპეკულირო მოლაპარაკებების ტაქტიკების შესახებ, მაგრამ მე ვიცი, რომ გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიტანოს სიძლიერე და არა დათმობამ," - განაცხადა სენატორმა კურტისმა.