"ნიდერლანდები იზიარებს პოზიციას - არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე" | უკრაინა F-16-ების ახალ პარტიას ელოდება

გამოქვეყნდა:

უკრაინა ნიდერლანდებისგან F-16-ების ახალ მიწოდებას ელოდება - ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი პრემიერ დიკ შუფისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდების პრემიერს ესაუბრა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, როგორც ზელენსკი წერს, ქვეყანა იზიარებს უკრაინის პოზიციას სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინისა და ევროპის ყოფნის აუცილებლობაზე:

"მნიშვნელოვანი საუბარი [შედგა] ომის სამართლიან დასრულებაზე და ევროპული ერთიანობის გაძლიერებაზე. ნიდერლანდები იზიარებს ჩვენს პოზიციას - არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე.

ჩვენ ერთიანები ვართ და გვესმის, რომ საჭიროა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ძალა, როგორც უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტია.

ჩვენ მადლობელი ვართ ნიდერლანდების გაწეული დახმარებისთვის და მზადყოფნისთვის, გააგრძელოს და გააფართოოს მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია ევროპის სტაბილურობისთვის. წელს ჩვენ ველოდებით F-16-ების შემდგომ მიწოდებას - უკრაინის ცა დაცული უნდა იყოს" დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია და ნიდერლანდებიდან F-16-ები, თებერვლის დასაწყისში მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი