რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციები უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების ახალ რაუნდს 25 თებერვალს, ისევ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში გამართავენ - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია Euronews-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის მონაწილეობით 18 თებერვალს, სწორედ ერ რიადში გაიმართა.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის მზადებაც.