აქციების მონაწილეებს ჯამში 18 მლნ-ის ჯარიმები დაეკისრათ, ივანიშვილმა ოფშორების კანონის დახმარებით, გადასახადის გარეშე $1/2 მლრდ-ის კოლექცია შემოიტანა | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი უწყვეტი პროტესტის მონაწილეებისთვის დაკისრებულ კოლოსალურ ჯარიმებსა და ოლიგარქის მიერ, ქვეყანაში შემოტანილ ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებით, X-ზე წერს:  

#უსამართლობასაქართველოში: აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ერთ დღეში 300 000 დოლარის ჯარიმა დაეკისრათ. საპროტესტო აქციების დაწყებიდან კი - 18 მილიონის. ივანიშვილმა "ოფშორების" კანონის დახმარებით, რომელმაც ის სანქციებს აარიდა, საქართველოში 1/2 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების კოლექცია ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე ჩამოიტანა" წერს მეხუთე პრეზიდენტი  X-ზე.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი