რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 3 წლისთავზე კიევში დღეს 13 ქვეყნის ლიდერს ელოდებიან. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დღეს უკრაინის დედაქალაქში სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ევროპელი ლიდერები მიიღებენ. ვინც ვერ ჩავა, სამიტს ონლაინ ფორმატით ჩაერთვება.
2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას პუტინის არმიამ უკრაინაში ომი დაიწყო.