პუტინის ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა | დიდება უკრაინას!

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წელი გავიდა.

2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას  პუტინის არმიამ უკრაინაში ომი დაიწყო - "მივიღე გადაწყვეტილება, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", - განაცხადა პუტინმა მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა "დახმარების თხოვნით მიმართეს". ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა პუტინს "უკრაინის აგრესიის" მოსაგერიებლად სამხედრო დახმარებას სთხოვს.

იქამდე კი, 21 თებერვალს პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.

რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც დღემდე გრძელდება და რუსეთ-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

ომის 3 წლისთავზე აგრესორი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული რჩება უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 18%, ეს მაჩვენებელი მოიცავს დროებით ოკუპირებულ ყირიმს და დონბასის ნაწილს. მთელი ქვეყნის ოკუპაცია, როგორც ამას დიქტატორი ვლადიმერ პუტინი გეგმავდა, შეჭრის პირველივე დღეებიდან უკრაინელების წინააღმდეგობისა და დასავლეთის დახმარების გამო ჩაიშალა.

უკრაინამ მოახერხა რუსული ჯარების შეკავება და მათ კიევში წინსვლის თავიდან აცილება, ასევე გაათავისუფლა ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი და ხერსონის ოლქის სამხრეთი მხარე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი