"რუსეთის შემოჭრის 3 წლისთავზე ევროპა კიევშია" | ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები კიევში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა კიევში ჩავიდნენ. რკინიგზის სადგურზე მათ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დახვდნენ. 

"რუსეთის სასტიკი შემოჭრის მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია. ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა.
გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე.
ეს არის ევროპის ბედი" წერს X-ზე ლაიენი.

კიევში დღეს სამიტი გაიმართება, რომელსაც ევროპული ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან. უკრაინის დედაქალაქში 13 ქვეყნის ლიდერს ელოდებიან.

პუტინის ომის დაწყებიდან, დღეს 3 წელი შესრულდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი