კიევში ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის ომის 3 წლისთავზე ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ჩავიდა:

"მე ახლახან ჩამოვედი კიევში.

ზუსტად სამი წელი გავიდა რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის დაწყებიდან. უკრაინამ და მისმა ხალხმა გადაიტანა უამრავი გაჭირვება, მაგრამ რჩება ამაყი და შეუვალი.

მიხარია და ვამაყობ, რომ ლიეტუვა ამ წლების განმავლობაში ყველანაირად უჭერდა მხარს უკრაინას. ჩვენ ასე გავაგრძელებთ." წერს ნაუსედა.

ცოტა ხნის წინ კიევში ჩავიდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. უკრაინაში დღეს სამიტი გაიმართება. დედაქალაქში ევროპული ქვეყნების ლიდერებს ელოდებიან.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი