რეჟიმის თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე, მათივე მტკიცებით ამერიკული FARA-ს ანალოგი და მედიის შემზღუდავი ახალი კანონპროექტები დაარეგისტრირა.
"აგერ არის კანონპროექტი, რომელიც სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი და იდენტურია აშშ-ში მოქმედი კანონისა"- თქვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ივანიშვილის თვითგამოცხადებული დეპუტატები ამტკიცებენ, რომ შარშან მიღებული რუსული კანონი ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობის "მსუბუქი ვერსია" იყო და მის ნაცვლად "ახალ, ამერიკაში მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს" მიიღებენ.
რაც შეეხება მედიის ცენზურის კანონპროექტს. ოლიგარქის წარმომადგენლები აპირებენ მიიღონ "კანონი", რომელიც "მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს" დაადგენს.