პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა. გამზირი პროტესტის 90-ე დღესაც გადაიკეტა.
მანამდე საპროტესტო მარშები გაიმართა, აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე სხვადასხვა ლოკაციიდან მივიდნენ, სადაც ფიცი დადეს, გმირთა მოედნიდან კი რუსთაველის გამზირზე გადავიდნენ.
დღეს, 25 თებერვალს უწყვეტი პროტესტის 90-ე დღეა. აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებსა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.