აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მასპინძლობს.
ლიდერები შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე ტრამპის ცნობით, იგეგმება კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმება და მასზე ხელის მოწერა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართება.
25 თებერვალს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია.
ტრამპის თქმით, მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ, ეს შეთანხმება კი "ძალიან დიდი იქნება".
შეთანხმებასთან დაკავშირებით ზელენსკიმ თქვა, რომ მინერალების შეთანხმება, შესაძლოა, დიდი წარმატება იყოს.
ტრამპთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა.