ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია. თეთრ სახლში მისვლამდე უკრაინის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა.
"ვამაყობთ, რომ გვყავს ისეთი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. გმადლობთ უკრაინისადმი თქვენი ურყევი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის სამი წლის განმავლობაში" - აღნიშნავს ზელენსკი.
ამ წუთებში კი ის უკვე თეთრ სახლში იმყოფება და დონალდ ტრამპს ხვდება. სავარაუდოდ დღესვე მოეწერება ხელი წიაღისეულზე ისტორიულ შეთანხმებას. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.