არავის აქვს საფუძველი, უაპელაციოდ ესროლოს ტალახი კომისიის საქმიანობას - ივერი მელაშვილი

გამოქვეყნდა:

დავით-გარეჯის საქმეზე მომუშავე კომიიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი ფიქრობს, რომ საკითხზე გამოძიების ჩატარება უსაფუძვლოა. ამასთან, მელაშვილი არ გამორიცხავს მის შესაძლო დაკავებასაც.

დავით-გარეჯის კომისიის წევრებისთვის რუკების მოძიება აღმოჩენა სულაც არ იყო. ყველაფერი თავის დროზე გადამუშავდა. არავის აქვს საფუძველი, უაპელაციოდ ესროლოს ტალახი კომისიის საქმიანობას, - მბობს ივერი მელაშვილი

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს დავით-გარეჯის საქმეზე მომუშავე კომიიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. გუშინვე საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაიბარეს კომისიის ყოფილ წევრებიც.

ცნობისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი