თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოეწერა.
ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა.
მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თეთრ სახლში ტრამპის და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია და მოლაპარაკებები გაუქმდა.