"რთული იქნება, მაგრამ ერთად ყველაფერს დავძლევთ" | ვალერი ზალუჟნი

გამოქვეყნდა:

დიდ ბრიტანეთში ჩასულ ვოლოდიმირ ზელენსკის აეროპორტში უკრაინის ელჩი და შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დახვდა:

"ეს ომი გვცდის გამძლეობასა და სიმამაცეში და ასევე აჩვენებს ნამდვილ მეგობრებს. ლონდონში ამ დღეებში ბევრს ისაუბრებენ უკრაინასა და შემდგომ მხარდაჭერაზე. რთული იქნება, მაგრამ ერთად ყველაფერს დავძლევთ" წერს ზალუჟნი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში უკვე შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერს და უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, £2,6 მილიარდიანი ხელშეკრულებაც გააფორმა. 2 მარტს მას მეფე ჩარლზი მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტი დაესწრება ევროპელ ლიდერთა სამიტსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი