"ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზეც, რომ ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს" | ნიკა გვარამია ლორდთა პალატაში ბრიტანეთის პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ლონდონში, ლორდთა პალატაში ბრიტანეთის პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს შეხვდა.

მისი თქმით, მრავალ საკითხთან ერთად, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების თემაზეც ისაუბრეს.

"დღის მეორე ნახევარში შეხვედრა იყო ბრიტანეთის ლორდთა პალატაში, ლორდ კირხოფთან, რომელიც არის თანათავმჯდომარე ბრიტანეთის პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის ჯგუფის. მე მგონია, რომ ამ დაწესებულებაში ისეთი ცოდნა აქვთ საქართველოს და განსაკუთრებით რუსულ-ქართული, რუსულ-ევროპული, რუსული და ჩვენი რეგიონის ურთიერთობების, (ასევე, ცხადია, რომ უკრაინა და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო), რომ პირადად ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალები იმისთვის, რომ სულ შევახსენოთ ბრიტანელ ლორდებსაც და ქვედა პალატის წარმომადგენლებსაც, რომ საქართველოს არის გამოსავალი არამხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ ცენტრალური აზიისთვის. 

ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზეც, რომ ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს. უნდა დასანქცირდეს იმიტომ, რომ განსაკუთრებით მტკივნეული ივანიშვილისთვის ბრიტანეთის სანქციებია იმიტომ, რომ ქონების ძალიან დიდი ნაწილი მას აქ აქვს. საუბარ ამაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საუბარ იმაზე, რომ საქართველო სჭირდება ბრიტანეთს, ევროპას და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია მანამდე მედიის თავისუფლების ფორუმზე გამოვიდა სიტყვით. მისი თქმით, ლონდონში შეხვედრებს აგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი