"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვაინის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უალტერნატივო პოლიტიკოსს, საქმის გამკეთებელს, შემსრულებელს - გიორგი ვაშაძეს ხედავს.
მე პასუხისმგებლობას არამც და არამც უქნარაზე და მოსალოდნელ კორუფციონერზე, არასოდეს არ ავიღებდი, მე ვხედავ ამ ახალგაზრდა ადამიანში უდიდეს მონდომებას, პოტენციალს შენებისას, ის რომ სამუშაო ადგილები იყოს, ის რომ ფასები იყოს წამლებზე დაკლებული. ქართულ რელობაში ვერ ვხედავ სხვას ამის გამკეთებელს, - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
მისი თქმით, ვაშაძე უწესიერესი ადამიანია, რომელიც კარგი ოჯახის შვილი და კარგი ოჯახის მქონეა.
"სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს, 3 ოქტომბერს მეტეხის ხიდზე პარტიულ სიას წარადგენს.