მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მექსიკა და კანადა 2 აპრილამდე გათავისუფლდებიან ტარიფებისგან, დაგეგმილი საპასუხო ტარიფების მეორე რაუნდი 4 000-ზე მეტი სახეობის ამერიკულ საქონელზე, კანადამაც დააპაუზა:
”შეერთებული შტატები დათანხმდა, რომ 2 აპრილამდე შეაჩეროს ტარიფები კანადიდან CUSMA-ით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტზე. შედეგად, კანადა 2 აპრილამდე არ განახორციელებს ტარიფების მეორე ტალღას 125 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქტებზე, ამავდროულად ვაგრძელებთ მუშაობას ყველა ტარიფის მოხსნაზე“, - წერს X-ზე კანადის ფინანსთა მინისტრი დომინიკ ლებლანი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებს ზოგიერთ საქონელზე 2 აპრილამდე აჩერებს. შტატებმა მეზობლებზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა.
იხილეთ: