"პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის ინტერესი არ აქვს" | კალასი

გამოქვეყნდა:

"უკრაინას რუსული რაკეტები დაუნდობლად ეცემა, რაც უფრო მეტ სიკვდილსა და ნგრევას იწვევს.

პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის ინტერესი არ აქვს.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა - წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიხდის უმაღლეს ფასს."

- წერს X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი. გვიან ღამით რუსეთმა უკრაინის ქალაქი დობროპილია დაბომბა, რასაც, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი