შტატებმა რაც შეიძლება მალე უნდა განაახლოს სამხედრო დახმარება; უკრაინის დაცემას უარესი შედეგები მოჰყვება, ვიდრე ავღანეთს | ლინდსი გრემი

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა რაც შეიძლება მალე უნდა განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარება და გააგრძელოს ის საომარი მოქმედებების დასრულებამდე. იმის გამო, რომ უკრაინის დაცემას უფრო უარესი შედეგები მოჰყვება, ვიდრე 2021 წელს ავღანეთში პროდასავლური ხელისუფლების დაცემას - ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლიტიკოსმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში ამერიკული იარაღისა და დაზვერვის მონაცემების მიწოდების შეჩერების გამო.

"თუ ჩვენ შევუწყვეტთ დახმარებას უკრაინას, ეს იქნება ავღანეთზე უარესი. არა მგონია, პრეზიდენტ ტრამპს ამის სურვილი ჰქონდეს" - თქვა გრემმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი