თეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს | გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

გამოქვეყნდა:

თეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარშები.

მოქალაქეები სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ და კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

პროტესტის 103-ე დღეს გადაკეტილია რუსთაველის გამზირი თეატრთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია: დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

დღეს, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი