"დღეს თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ვათენებთ პარლამენტის კიბეზე" | დათა თავაძე

გამოქვეყნდა:

რეჟისორ დათა თავაძის ინფორმაციით, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ღამეს პარლამენტთან გაათევენ.

"დღეს თეატრისა და კინოს წარმომადგენლები ვათენებთ პარლამენტის კიბეზე. შემოგვიერთდით. სოლიდარობა სტუდენტებს. სოლიდარობა ჩვენს დაპატიმრებულ კოლეგებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - წერს თავაძე.

დღეს, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი