ყველა უნდა გაერთიანდეს, გაერთიანების ფლაგმანი არის "ენმ", როგორც ყველაზე ძლიერი პარტია - ნატო ჩხეიძე

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკური ლიდერი ნატო ჩხეიძე "ენმ"-სთან კოალიციის შექმნის მიზეზებზე საუბრობს. ამის შესახებ მან "მთავარი არის" ერთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა. 

როდესაც უპირისპირდები იმ ხელისუფლებას, რომელსაც არაფრით არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არ შეიძლება დაშლისკენ წახვიდე. მითუმეტეს, რომ ჩემი პარტია იყო "გაერთიანებულ ოპოზიციაში". ყველა უნდა გაერთიანდეს და გაერთიანების ფლაგმანი ამ შემთხვევეში არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია. სწორედ ამ ერთიანი ძალით არის შესაძლებელი ივანიშვილის სისტემაზე გამარჯვება, - ამბობს ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" საარჩევნო სიაში მეცამეტე ნომრად ნატო ჩხეიძეა. ჩხეიძე "ენმ"-ის ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი