"ჩვენ გვსურს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს" | დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ისევ მიიწვევს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ისევ მიიწვევს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ იმედოვნებს, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, რომელიც შედგენილია ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ და რომ აშშ-ის შეხვედრა რუსეთთან სამშაბათს ან ოთხშაბათს გაიმართება.

ტრამპის თქმით, ის ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაელაპარაკება.

"ჩვენ გვსურს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს", - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

მანვე დასძინა, რომ თუ რუსეთთან შეთანხმება შედგება "ეს ძალიან კარგი იქნება", თუმცა თუ მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტას ვერ აიძულებენ, "უბრალოდ ბრძოლას გავაგრძელებთ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი