"ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, თუ რუსეთი მას მიიღებს, შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად" | ევროკავშირი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, ჰუმანიტარულ ძალისხმევას და აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლებას, - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, შეასრულოს თავისი როლი მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად.

"ევროკავშირის მიზანია მხარი დაუჭიროს უკრაინას, რათა მიაღწიოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. ცეცხლის შეწყვეტის წინადადება - რუსეთის მიერ მიღების შემთხვევაში - შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით. ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად. ევროკავშირი მიესალმება საუდის არაბეთის ძალისხმევას, რომელიც მასპინძლობს ამ დისკუსიებს", - წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

"აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს დახმარებას, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას - უკრაინა თანახმაა 30 დღით ცეცხლი შეწყვიტოს" | საუდის არაბეთში მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა

"მზად ვართ მშვიდობისთვის, ომის დასრულების ან გაგრძელების მზაობა რუსეთმა უნდა აჩვენოს" | ზელენსკის თქმით, უკრაინა თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი